ევროკავშირი, ავსტრია და შვედეთი საქართველოში ბიო ღვინის წარმოებას ავითარებენ.
პროექტ “GRETA”-ს ფარგლებში ქართველი მეღვინეებისთვის წარმოებისთვის საჭირო მანქანა დანადგარების შეძენა მოხდა და მათთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი ტრენინგებიც ჩატარდა.
პროექტი “#GRETA” ბიო ღვინის სერტიფიცირების პროცესშიც ჩაერთო და მეღვინეებს სერტიფიცირების ხარჯებიც დაუფინანსა, რაც ერთ-ერთი წინაპირობაა იმისთვის, რომ ქართული ღვინო ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს.
პროექტი, რომელიც ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის თანადაფინანსებით ხორციელდება ქართული ორგანული ღვინის პოპულარიზაციაზეც ზრუნავს.