მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ბიზნესისთვის სახელმწიფო შესყიდვებში შეღავათების საკითხს დროებით ვაჩერებთ"

5b9a7fcd1c2aa
დავით ჯალაღონია
13.09.18 20:00
766
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის განმარტებით, საჯარო შესყიდვების მიმართულებით ევროკავშირის კანონმდებლობა ბიზნესისთვის თავისუფალი კონკურენციის პირობებს ითვალისწინებს. ასე უპასუხა რაზმაძემ bm.ge-ს კითხვას იმასთან დაკავშირებით, იგეგმება თუ არა ქართველი მეწარმეებისთვის პრეფერენციების დაწესება, რასაც კერძო სექტორის ნაწილი ითხოვს.

"ამ საშეღავათო პირობებთან და პრეფერენციებთან დაკავშირებით, რაც უფრო ვუახლოვდებით ევროკავშირს და რაც უფრო გვიწევს ყოველდღიურად ვალდებულებების შესრულება, ეს საკითხი შეიძლება, უფრო ღიად დარჩეს, რადგან ზოგადად პრეფერენციებს ევროკავშირის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და არ არის მათთვის სასურველი ასეთი პრეფერენციები დაწესდეს. ის არის თანასწორობის, კონკურენციის პრინციპებზე აგებული ურთიერთობები და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდანაც წარმოდგენილი იყო თანასწორობისა და კონკურენციის პრინციპით, ამ საკითხებს მაინც დროებით, ამ ეტაპზე ვაჩერებთ", - განმარტა რაზმაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები