მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ჭაჭის ექსპორტი 100%-ით გაიზარდა

5b3f16d1083c5
BM.GE
06.07.18 11:23
1236
იანვარ-ივნისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 23%-ით აღემატება გასული წლის 6 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 17 მლნ აშშ დოლარს მიღწია - ზრდამ 6% შეადგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 178 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 100%. სულ ექსპორტირებულია 530 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 116%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში 148,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები