მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ჩაი ევროპული ბრენდის „ალტჰაუსის" ქვეშ მოექცა

ქართული ჩაი უკვე ევროპული ბრენდის ალტჰაუსის ქვეშ მოექცა - რამდენიმე წლიანი უწყვეტი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. „ალტჰაუსი“ მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელია, მისი ტექნოლოგია კი პრაქტიკულად უნაკლოდ ითვლება. თავიანთი პროდუქციის ალტჰაუსის ბრენდის ქვეშ მოქცევას მწარმოებლები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ, თუმცა როგორც ამბობენ, ბრენდი უდიდესი სიფრთხილით არჩევს მომწოდებლებს. საქართველოს ამ პროცესისთვის 4 წლიანი სამუშაოები დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში კი როგორც ნიადაგმა, ისე პროდუქციის ფესვმა, ღერომ და ფოთოლმა უამრავი ლაბორატორიული კვლევა და ტესტირება გაიარა. ამ ყველაფრის სათავეში კონკრეტული ჯგუფი იდგა.

სტუმარი: ნათია ნადირაშვილი - „ალტჰაუსის“ ბრენდის ელჩი საქართველოში, ჩაის მასტერების საერთაშორისო ასოციაციის (ITMA) წევრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები