ქართული ბრენდული ჩაი ,,მანნა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში ექსპორტზე გავიდა, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია ,,მანნას“ გაყიდვების მენეჯერმა თიკო ჟოროლაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, პრემიუმკლასის ჩაი, რომელიც დასაყენებელი და ერთჯერადი პაკეტების სახით მზადდება, აშშ-ში, კერძოდ ნიუიორკში, ჩეხეთში და რუსეთში იყიდება, რამდენიმე დღეშუ კი სლოვაკეთშიც გაიყიდება.
"კომპანია მანა ბაზრაზე 2017 წლის ნოემბრიდან გამოჩნდა, ჩვენი პროდუქცია ჩვენსავე საწარმოში ფასოვდება და იფუთება, რომელიც საგურამოში მდებარეობს. პირველი ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 5 ტონა ჩაი გადავამუშავეთ, მომავალ წელს კი მოცულობის 2-3 ჯერ ზრდას ვგეგმავთ, რადგან ,,მანნას“ პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. სპეციალურად წინასწარ შერჩეული ფერმერებიდან უმაღლესი ხარისხის ჩაის ვიბარებთ და შემდეგ ჩვენს საწარმოში ვამუშავებთ, ხშირად ჩაი იმდენად კარგად არის დამუშავებული, რომ მას დამატებით გადარჩევა აღარ სჭირდება", - განუცხადა BM.ge-ს თიკო ჟოჟოლაძემ.
წარმოებული პროდუქციის 60% ადგილობრივ ბაზარზე, 40% კი ექსპორტზე იყიდება. კომპანია ,,მანნა“ საქართველოში თითქმის ყველა სავაჭრო ქსელს მოიცავს.
" ჩვენი ჩაი იყიდება აგროჰაბში, ევროპროდუქტში, გუდვილში, კარფურში, ჯორჯიტაში, ასევე ბუტიკური ტიპის მაღაზიებში, ვამარაგებთ სატუმროებს და კაფე-რესტორნებსაც", - განაცხადა თიკო ჟორჟოლაძემ.
კომპანია "მანნა" ბიოჩაისაც აწარმოებს, ამჟამად კომპანია ექვსი სახეობის პროდუქტს ამზადებს. ჩაი როგორც დასაყენებელი სახით, ასევე ერთჯერად პაკეტებში იწარმოება.
"დასაყენებელ კატეგორიაში გვაქვს შავი ჩაი, შავი ჩაი ბეგქოდარით, შავი ჩაი მოცვის ფოთლით, მწვანე ჩაი და მწვანე ჩაი პიტნით, ხოლო ერთჯერად პაკეტებში ამ სახეობებს ემატება შავი ჩაი ასკილით. წლის ბოლომდე ვაპირებთ ასორტიმენტის გაფართოებას და გამოვუშვებთ შავ ჩაის ბერგამოტით, რადგან ამ პროდუქტზე ძალიან დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა, ასევე დავამზადებთ შავ ჩაის ალუბლით, რაც ძალიან არომატულია“ - განაცხადა თიკო ჟორჟოლაძემ.
სავაჭრო ქსელში "მანნას" ერთჯერადი ჩაი, რომელშიც 20 პაკეტია განთავსებული, 5,5-6,5 ლარი ღირს, ხოლო დასაყენებელი ჩაის ფასი, რომელიც 70-80 გრამიანი შეფუთვით გამოდის, 8-9 ლარია.
კომპანია "მანნა" ჰასპის სტანდარტებს აკმაყოფილებს და საერთაშორისო სტანდარტის სერთიფიკატის ISO 22 000-ის მფლობელია. ასევე ფლობს "კავკსერტის" ბიოსერთიფიკატს.

























