მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართული ჩაის" სახელმწიფო პროგრამაში 19 ბენეფიციარია ჩართული

597ad4130037e
BM.GE
28.07.17 10:04
1170
"ქართული ჩაის" პროგრამაში ამ დროისთვის 19 ბენეფიციარია ჩართული. პროგრამის ფარგლებში კი 500 ჰექტრამდე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია ხორციელდება. "ქართული ჩაის" პროგრამის მენეჯერი ლევან უროტაძე "საქმის კურსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 300 000 ლარს, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსება 850 ათასი ლარს შეადგენს. ამასთან, როგორც ლევან უროტაძე ამბობს დღეს მტავარ პრობლემას ნედლეულის ნაკლებობა წარმოადგენს.

’’დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ძირითად პრობლემას ჩაის ნედლეული წარმოადგენს. ამ ეტაპზე ჩვენ ქვეყანაში არ არის იმდენი ნედლეული, რომ ბაზრები ქვეყნის გარეთ ვეძიოთ. მეტსაც გეტყვით, ჯამურად საქართველოში მოყვანილი ჩაის ნედლეული ქართულ ბაზარსაც კი ვერ დააკმაყოფილებს. სწორედ ეს პროგრამა მოიაზრებდა ქართული ჩაის წარმოების გაზრდას. აბსოლუტურად ყველა ბენეფიციარმა, რომელიც ჩვენს პროგრამაში ჩაერთვება, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 36 თვის განმავლობაში ვალდებულების სახით, პირველადი გადამუშავების საწარმო უნდა შექმნას. პროექტის დასრულების შემდეგ ნათელი სურათი გვექნება იმის შესახებ, თუ რა მოცულობის ჩაის ფოთოლზე და რა მოცულობის ნედლეულზე გვექნება საუბარი. უკვე ამის შემდეგ კი შესაძლებელი გახდება დამატებითი ხელშემწყობი პროგრამების დაწყება. აღსანიშნავია, რომ არცერთ ბენეფიციარს, რომელიც დღეს ჩვენ მოგვართავს, ბაზარზე ჩაის რეალიზაციის პრობლემას არ შექმნია“- ამბობს უროტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები