მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ჭკვიანი ბეჭდის Cnick-ის დამფუძნებლები იაპონიის ბაზარზე შესვლაზე მუშაობენ

5b94b9e4ee6c6
BM.GE
09.09.18 10:10
4225
ქართული ჭკვიანი ბეჭდის Cnick-ის დამფუძნებლები იაპონიის ბაზარზე შესვლაზე მუშაობენ. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი მიქაცაძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ აზიის ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გარდა ამისა კომპანია აგრძელებს ჭკვიანი ბეჭდისთვის ახალი ფუნქციების დამატებაზე მუშაობას.

უკვე რამდენიმე თვეა ბეჭედი საერთაშორისო ონლაინ გაყიდვების ქსელში Amazon-ზე ჩაეშვა. გიორგი მიქაცაძე ამბობს, რომ დაინტერესება საკმაოდ კარგია.

მისივე თქმით, მყიდველები ძირითადად კანადიდან და აშშ-დან არიან, თუმცა, შეკვეთები მთელი მსოფლიოდან ფიქსირდება, მათ შორის აფრიკიდანაც.

Cnick (კნიკი) ხის პირველი ჭკვიანი ბეჭედია, რომელიც ტრადიციულ ბუნებრივ მასალებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს.

ჭკვიანი ბეჭდის აპლიკაციით შესაძლებელია, ანდროიდის ტიპის ტელეფონიდან საკონტაქტო მონაცემების, ლინკების, ტექსტების ან სხვა ნებისმიერი მცირე ზომის ინფორმაციის ჩაწერა და სხვა ტელეფონზე ერთი ხელის შეხებით გადატანა. "კნიკი" ასევე ინახავს მფლობელის სამედიცინო ინფორმაციას, შესაძლებელია კინოთეატრისა და თუ სხვა ღონისძიებების ბილეთების ონლაინ ჩატვირთვა, სამსახურისა თუ ფიტნეს ცენტრის საშვის ჩატვირთვა და ა.შ. მას ასევე აქვს ანდროიდის სმარტფონის განბლოკვის, ფანრის გახსნის, მაღვიძარას დაყენებისა და სხვა მრავალი ფუნქცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები