მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული Cnick Amazon-ის რჩეული გახდა

5ae72bd5d7f3c
მაია ბიწაძე
30.04.18 20:20
1283
ქართული “ჭკვიანი ბეჭედი“ კნიკი (CNICK) Amazon-ის რჩეული გახდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა კობა ცერცვაძემ BM.ge-ს განუცხადა, ამის მიზეზი კომპანიის სანდოობა და პროდუქტის მაღალრეიტინგულობა გახდა. კნიკი ე.წ ჭკვიან ბეჭდებს, ამაზონის საშუალებით გასული წლის დეკემბრიდან ყიდის, რაც დღესდღეობით ამაზონის მომხმარებლისთვის საკმაოდ პოპულარული პროდუქტია.

"ჩვენი პროდუქცია ნებისმიერ ქვეყანის მომხმარებლისთის ხელმისაწვდომია, თუმცა კონცენტრირებული ვართ ამერიკის ბაზარზე, რადგან ძალიან დიდი ბაზარია და მეტი მოთხოვნაა. ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა ბევრი სირთულე. კერძოდ, საქართველოდან Amazon-ზე პროდუქციის გნთავსება საკმაოდ პრობლემურია, რადგან არ არის ლოგისტიკის კუთხით ინფრასტრუქტურა, ასევე კომპანიას, რომელიც საქართველოშია დაფუძნებული და ქართულ ბანკში აქვს ანგარიში გახსნილი, არ შუძლია Amazon-ზე მისი გამოყენება და იძულებული გავხდით საბანკო ანგარიში ამერიკაში გაგვეხსნა, რაც ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. თუმცა, მაინც შევძელით, განვათავსეთ პროდუქტი. შეგვიძლია, ორი დღის განმავლობაში, პროდუქტი მივაწოდოთ ნებისმიერ ქვეყანაში. Amazon-ის საწყობებში გვაქვს მთლიანად მარაგები, ამერიკის სხვადასხვა შტატში, რადგან ოპტიმირებული იყოს მიწოდება და ნაკლები დანახარჯი გვქონდეს, რაც პლიუსია სხვა კონკურენტებთან შედარებით.

Amazon-ს აქვს პროგრამა ,,ამაზონ ექსპორტი“, რაშიც ჩვენ ვართ ჩართული. აგვარჩიეს რადგან პროდუქტი იყო საინტერესო, ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებდით ლოგისტიკის კუთხით: გვქონდა კარგი შეფასებები მომხმარებლების მხრიდან, გაყიდვების მაღალი მაჩვენებლები, ამაზონის შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია რეიტინგებისთვის, ეს იყო მთავარი პირობები, რის გამოც მოგვენიჭა ეს სტატუსი - ე.წ. Amazon Choice, რაც ნიშნავს მაღალ რეიტინგს და სანდოობას“ - განაცხადა კობა ცერცვაძემ.

ჭკვიანი ბეჭდის საშუალებით ნებისმიერი საშვი ბარათის ჩანაცვლებაა შესაძლებელი, ასევე ნებისმიერი ანდროიდ სმარტფონის მართვა. ბეჭედში ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ინფორმაციის - ლინკების, ფაილების ჩაწერა და საჭიროების შემთხვევაში, მისი სხვა სმარტფონისთვის გაზიარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები