მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული და ყაზახური მხარე, ყაზტრანსგაზის საკითხს, სავარაუდოდ ხვალ განიხილავენ

593eab23471d0
BM.GE
12.06.17 18:50
1083
ყაზრანსგაზის საკითხი ქართულმა მხარემ, შესაძლოა ხვალ ყაზახეთში ვიზიტისას განიხილოს. ვიცე-პრემიერი იმედოვნებს, რომ დავა საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივა. დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ამისთვის საქართველოს დიდი რესურსი აქვს.

"განსხვავებული ხედვაა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვთვლით ჩვენ დავალიანებად/ვალად და რას თვლის კომპანია და მისი დამფუძნებლები. ჩვენ გვაქვს დიდი რესურსი, რომ დავა არ გაგრძელდეს არბიტრაჟში. ეს საკითხი შესაძლოა ხვალ ყაზახეთში გახდეს მცირე განხილვის საგანი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს “ყაზტრანსგაზმა" თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილგაზი" 12 მილიონ 500 ათას დოლარად შეიძინა.

2009 წლის მდგომარეობით კი “ყაზტრანსგაზ-თბილისს" 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების ამოღების მიზნით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2009 წელს "ყაზტრანსგაზ-თბილისში" სპეციალური მმართველი დანიშნა.

"ყაზტრანსგაზს" ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილი აქვს. „ყაზტრანსგაზი“ მთავრობისგან 180 მილიონი დოლარის მიღებას ითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები