მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული დაფნა ევროპულ ბაზარზე გასასვლელად ემზადება

5b3ccfa0065a7
მაია ბიწაძე
04.07.18 18:00
1551
"ევროპულ ბაზრი გაცილებით მაღალი ხარისხის დაფნას ითხოვს, ვიდრე ამჟამად საქართველოში მასიურად იწარმოება", - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია შპს "ლაურუსის“ დირექტორმა, ვანო ჯალაღონიამ განუცხადა. მისი თქმით, დაფნის გადამამუშავებელ საწარმოში, რომელიც სენაკში მდებარეობს, ახალი ტექნოლოგიური დანადგარების ყიდვას და დამონტაჟებას გეგმავენ, რაშიც 50 ათასი დოლარის ინვესტიციას ჩადებენ.

"ჩვენ აუცილებლად გვჭირდება თანამედროვე დანადგარები, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის დაფნის ფოთლის წარმოების შესაძლებლობას მოგვცემს. ამჟამად საწარმო ისტუმრებს აგროსესხს, რომელსაც რამდენიმე თვეში დაფარავს, ამის შემდეგ აუცილებლად შევიძეთ ამ დანადგარებს. ჩვენ პროექტიც გვაქვს წარდგენილი პროგარმა "აწარმოე საქართველოში“ და პასუხს ველოდებით, თუ პასუხი უარყოფითი იქნება დანადგარების საბანკო კრედიტით შეძენა მოგვიწევს" - განაცხადა ვანო ჯალაღონიამ.

მისი თქმით, ეს ინვესტიცია კომპანიას საშუალებას მისცემს ევროპის ბაზარზე გავიდეს.

"ჩვენ გავგზავნეთ მცირე რაოდენობით პროდუქცია გერმანიაში, მაგრამ იქ უფრო მაღალი ხარისხის ნაწარმს ითხოვენ. შესაბამისად ამ ბაზარზე ჯერ თავი ვერ დავიმკვიდრეთ. სამომავლოდ, როდესაც მარალი ხარისხის დაფნის ფოთლის წარმოების შესაძლებლობა გვექნება, ჩვენ უპრობლემოდ შევძლებთ ამ ბაზარზე გასვლას, რადგან იქ რეალურად მოთხოვნა მაღალია და წლიდან წლამდე იზრდება“ - განაცხადა ვანო ჯალაღონიამ.

კომპანია "ლაურუსი“ ამჟამად 200 ტონა დაფნის ექსპორტს ახორციელებს, რომლის 70% რუსეთში იგზავნება, 30% კი უკრაინაში, ბალტიისპირეთში, შუა აზიაში და სხვა ქვეყნებში იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები