მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ენის სწავლება, შესაძლოა, თესალონიკის საჯარო სკოლაშიც დაიწყოს

5b1fc4e05b0dc
სალომე მეცხვარიშვილი
12.06.18 17:45
613
საბერძნეთში საქართველოს საელჩო ცდილობს ქართული ენა ათენის შემდეგ თესალონიკის საჯარო სკოლაშიც შეიტანოს. როგორც საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა bm.ge-ს განუცხადა, 2017 წლიდან ქართული ენის სწავლება ათენის 50-ე საჯარო სკოლაში საპილოტედ დაიწყო. მისივე ინფორმაციით, შედეგად 30-მდე მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა არ დაივიწყოს მშობლიური ენა.

ელჩი ამბობს, რომ ცდილობენ ქართული ენის სწავლების ნებართვა თესალონიკის სკოლაშიც მიიღონ. იოსებ ნანობაშვილის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს ფაქტი იმის გამო, რომ ენის სწავლება საჯარო სკოლაში ხორციელდება და ამის ნებართვა საბერძნეთის ხელისუფლებისგან მოიპოვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები