მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ევროობლიგაციების მიმოხილვა

5b433978a7354
BM.GE
09.07.18 14:30
540
საქართველოს ბანკის ჯგუფის ევროობლიგაცია (GEBGG) დაიხურა 6.1%-იანი შემოსავლიანობით, ფასით - 99.7 (-0.2% წინა კვირასთან შედარებით). საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ევროობლიგაცია GEBGG 06/20-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 100.5 (+0.5% წინა კვირასთან შედარებით), 10.7%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს კაპიტალის ევროობლიგაციები GEOCAP 03/24-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 94.2 (-0.1% წინა კვირასთან შედარებით), 7.4%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციები GEOROG 04/21-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 101.0 (+0.2% წინა კვირასთან შედარებით), 6.3%-იანი შემოსავლიანობით. საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 105.5 ფასად (+0.3% წინა კვირასთან შედარებით), 6.2%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით - 106.7 (+0.1% წინა კვირასთან შედარებით), 4.2%-იანი შემოსავლიანობით.

წყარო: G&T

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები