მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ევროობლიგაციების მიმოხილვა

5bd715b28c9ed
BM.GE
29.10.18 18:12
843
საქართველოს ბანკის ჯგუფის ევროობლიგაცია (GEBGG) დაიხურა 6.4%-იანი შემოსავლიანობით, ფასით - 98.2 (+0.1 წინა კვირასთან შედარებით). საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ევროობლიგაცია GEBGG 06/20-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 100.5 (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით), 10.7%-იანი შემოსავლიანობით. საქართველოს კაპიტალის ევროობლიგაციები GEOCAP 03/24-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 92.3 (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით), 7.9%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციები GEOROG 04/21-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 102.9 (-0.1% წინა კვირასთან შედარებით), 5.5%-იანი შემოსავლიანობით. საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 106.2 ფასად (+0.1% წინა კვირასთან შედარებით), 5.9%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით - 105.2 (+0.3% წინა კვირასთან შედარებით), 4.6%-იანი შემოსავლიანობით.

G&T

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები