ქართული ფილმი "საშიში დედა" ლოკარნოს 70-ე საიუბილეო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა
BM.GE
13.08.17 14:00
• 1659
ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარი "საშიში დედა" ლოკარნოს 70-ე საიუბილეო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმი 50 წლის ქალის - მანანას ცხოვრებას ასახავს, რომელიც დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და მთავარ გატაცებას - წერას შორის. ფილმმა საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა.