2020-2024 წლებში საქართველოდან ექსპორტზე გატანილი ღვინის 97% ბოთლის ღვინოა. მისი დიდი ნაწილი წითელია: 2024 წელს ექსპორტირებული ღვინის 71.3% წითელი იყო. თეთრი ღვინის წილმა კი 26.6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის (2020-2024) განმავლობაში ყველა ტიპის (წითელი, თეთრი, ვარდისფერი, ქარვისფერი) ბოთლის ღვინოების ექსპორტი მზარდი იყო. თუმცა წითელი ღვინის ექსპორტი ყველაზე დაბალი ტემპით იზრდებოდა - CAGR 4.8%. ამავე პერიოდში თეთრი ღვინის ექსპორტის ზრდის ტემპი CAGR 8.4% იყო, ვარდისფერის - CAGR 19.1% და ქარვისფერის - CAGR 15.6%. ანუ საქართველო გლობალურ ტრენდს მიყვება - წითლის ჩანაცვლება ხდება თეთრი და ვარდისფერი ღვინოებით. ქართული ბოთლის ღვინის უდიდესი ნაწილი რუსეთში იყიდება. 2024 წელს რუსეთის წილმა ექსპორტის ღირებულების 66.8% შეადგინა. მეორე ადგილს პოლონეთი იკავებს 6%-იანი წილით, ხოლო მესამე უკრაინაა 4.4%-ით.
საყურადღებოა, რომ ბოთლის ღვინის ადგილობრივ ექსპორტში რუსეთის წილი მზარდია. 2019 წელს იგი 61%-ს შეადგენდა. შედარებისთვის, ევროკავშირში ბოთლის ღვინის ადგილობრივი ექსპორტის წილი 12% 2024 წლის მდგომარეობით, ხოლო 2019 წელს 9% იყო.
სტუმრები: მარიამ ქოიავა - SavvY-ის მმართველი პარტნიორი;
ნუცა აბრამიშვილი - "შუხმან ჯგუფის" გენერალური დირექტორი