მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ღვინის კომპანიები ProWein Dusseldorf-ში - რა პოტენციალი აქვს გერმანიის ბაზარს?

ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია ამ წუთებში გერმანიაში მსოფლიოს უდიდეს ღვინის გამოფენა ProWein Dusseldorf-ში მონაწილეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-17 მარტს მიმდინარე სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და გამოფენის ათასობით სტუმარს მიეცემა, რაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და გაყიდვების ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია. მონაწილე კომპანიებს შორის არიან: - თელიანი ველი, თბილღვინო, ჩელთი, წერეთლის მეღვინეობა, დუგლაძეების ღვინის მარანი, ქინძმარაულის ღვინის მარანი და რთველისი.

სტუმარი: თორნიკე ჭიკაიძე - „რთველისის“ დამფუძნებელი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები