მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის წელს ₾17.4 მლნ დაიხარჯება - რა გეგმები აქვთ ქართველ ექსპორტიორებს?

ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის წელს 17 მლნ 400 ათასი ლარი დაიხარჯება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარკეტინგული აქტივობები ისეთ ბაზრებზე განხორციელდება როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი და ა.შ. ამ ფონზე ქართული ღვინის ექსპორტის 66% კვლავ რუსეთზე მოდის. ღვინის მწარმოებელ კომპანიებში ამბობენ, რომ ახალი საექსპორტო ბაზრების უკეთ ასათვისებლად მეტი მარკეტინგული აქტივობებია საჭირო. ექსპორტიორ კომპანიებში ასევე აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლისთვის მათთვის სტრატეგიული ბაზარი ევროპასთან ერთად აზიის ქვეყნებიც იქნება, მათ შორის სამხრეთ კორეა და იაპონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები