ბოლო რამდენიმე წელია ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი იკლებს. მიუხედავად ამისა, რომ ჩინეთის ბაზარზე შესვლა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ქართული ღვინის კომპანიებისთვის აზიის ბაზარი, მათ შორის ჩინეთი საინტერესო და პერსპექტიული მიმართულებაა. ღვინის რა მოცულობებს ყიდის საქართველო ჩინეთში, როგორც წარმოუდგენიათ მეღვინეებს ამ ბაზარზე თავის დამკვიდრება და რაში სჭირდება კერძო სექტორს სახელმწიფოს მხარდაჭერა, მით უფრო მაშინ, როცა ოცნება ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე საუბრობს.