მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ღვინო მსოფლიოში უფრო და უფრო ცნობილი ხდება, რაც მის მაღალ ხარისხზე მიანიშნებს" - იტალიელი სომელიე

იტალია მერანი

ღვინის ეროვნული სააგენტოს და ასოციაციის "ქართული ღვინო" მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია იტალიაში მერანოს ღვინის ფესტივალში მონაწილეობდა.

ფესტივალის ფარგლებში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაციაც გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახლების ღვინოები, მათ შორის, ქვევრის ღვინის და საფერავის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ღვინოები. ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები და ჟურნალისტები დაესწრნენ. დეგუსტაციას იტალიელი სომელიე გუიდო ინვერნიცი უძღვებოდა.

„ძალიან ამაღელვებელია ისეთი ღვინის დაგემოვნება, რომელსაც 8000-წლიანი დაყენების ისტორია აქვს. ქართული ღვინო მსოფლიოში უფრო და უფრო ცნობილი ხდება, რაც მის მაღალ ხარისხზე მიანიშნებს. საქართველოში გვხვდება ღვინის დაყენების როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე მეთოდები. ბოლოს, როდესაც საქართველოში ვიმყოფებოდი, დავაგემოვნე რაჭა-ლეჩხუმის ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ღვინოები. მე ახლაც მახსოვს მისი გემო, ვიმედოვნებ, რომ ამ ჯიშის ღვინოებს აქაც ვიპოვი“, - აღნიშნა გუიდო ინვერნიციმ, რომელიც იტალიის სომელიეთა ასოციაციის წევრია.

33-წლიანი ისტორიის მერანოს ღვინის ფესტივალი მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია, რომელსაც ევროპის ღვინის მწარმოებლები, ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში, ქართული ქვევრი, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იტალიის ამ ერთ-ერთი უძველესი ქალაქის ცენტრში დაიდგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები