მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ღვინო - შესაძლებლობები&გამოწვევები

იანვარში საქართველოდან ღვინის ექსპორტი შემცირდა. გასულ თვეში ქვეყნიდან 13 მილიონი დოლარის 4 მილიონ 243 ათასი ლიტრი ღვინო გავიდა. ექსპორტით მიღებული შემოსავალი 28%-ით, საქონლის მოცულობა კი 34.5%-ით შემცირდა.

ღვინის ექსპორტი კლების მთავარი განმაპირობებელი რუსეთში ექსპორტის შემცირებაა. ამ ქვეყანაში იანვარში 6 მილიონ 982 ათასი დოლარის ღირებულების 2 561 377 ტონა ღვინოა გავიდა.

ცნობისთვის, რუსეთი იმ ქვეყნების ხუთეულშია, სადაც ქართული ღვინო ყველაზე იაფად გადის ექსპორტზე. მაგალითად, 2025 წლის იანვარში რუსეთში 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 2.72 დოლარს შეადგენდა. ქვეყნები, სადაც ქართული ღვინის საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე ყველაზე დაბალია, ასე გამოიყურება:

  • თურქმენეთი - 41.9 ათასი დოლარის 17 ტონა (1 ლიტრი საშუალოდ 2.43 დოლარი);
  • პოლონეთი - 798.9 ათასი დოლარის 311 ტონა (1 ლიტრი საშუალოდ 2.56 დოლარი);
  • უკრაინა - 643.1 ათასი დოლარის 247 ტონა (1 ლიტრი საშუალოდ 2.59 დოლარი);
  • ისრაელი - 144.3 ათასი დოლარის 53 ტონა (1 ლიტრი საშუალოდ 2.71 დოლარი);
  • რუსეთი - 6.98 მლნ დოლარის 2 561 ტონა (1 ლიტრი საშუალოდ 2.72 დოლარი).

სტუმრები: დავით ქორიძე - "ვიქტორი ვაინს" თანადამფუძნებელი;

თამარ მოსიაშვილი - "მამისეული მარანი", დამფუძნებელი;

რეზი ცეცხლაძე - "ფერი"; დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები