ღვინის ექსპორტს საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ეს ტენდენცია ყოველწლიურად იზრდება. ნატურალური ღვინო კვლავ საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო საქონლად მიიჩნევა და ქვეყნის უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სიაში მესამე ადგილს იკავებს. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ქართული ღვინისთვის გამორჩეულია აშშ-ს ბაზარი. საქართველო აშშ-ში ორგანული ღვინის იმპორტიორთა ტოპ 10 ქვეყანას შორისაც მოხვდა. ოკეანეს გაღმა 373 ათასი დოლარის წითელი, ორგანული ღვინო გავიდა. ჯამში კი შტატებში 2024 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 47,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო.