მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების გაყალბების ყველაზე მეტი ფაქტი რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ფიქსირდება

58c62df3cba9e
BM.GE
13.03.17 10:00
1408
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის დირექტორის ნიკოლოზ გოგილიძის განცხადებით, ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების გაყალბების ყველაზე მეტი შემთხვევა რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ფიქსირდება. როგორც გოგილიძემ ბიზნესკონტრაქტს განუცხადა, ამ ეტაპზეც რუსეთში 800 ბოთლი ქინძმარაულია გაჩერებული და უწყება შესაბამის პროცედურებს ახორციელებს.

„გაყალბება ყოველთვის ხდება, თუმცა რეგულარულად ვახორციელებთ რეგიტრაციის პროცედურებს ისეთ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან საერთაშორისო ხელშეკრულების წევრი ქვეყნები და საცდაც საერთაშორისო ხელშეკრულებით ვერ ხდება დაცვა.

აზერბაიჯანი და ჩინეთი არცერთი საერთაშორისო ხელშეკრულების წევრები არ არიან და მოგვენიჭა უფლება რომ ამ ქვეყნებში ყველა სახის პროდუქტზე კონრტოლი განვახორციელოთ, მაგალითად ჭაჭასა და სულგუნზე. ლატვიაში გვაქვს ეხლა მაგალითად სულგუნზე შემთხვევა“, - ამბობს გოგილიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები