მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ღვინის ქვის სამკაული უკრაინაში გაიყიდება

61e6bfd1ce80a
მარიამ იზორია
19.01.22 00:30
2143
“Emocia Wines”-ის და “Wine Diamond”-ის ღვინის ქვის სამკაულები ექსპორტზე უკრაინაში გადის. ბრენდების დამფუძნებელი თამუნა აბულაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ კიევში დაახლოებით ერთ კვირაში საწყისად 30 სამკაულს გაგზავნიან, შემდგომ კი რაოდენობას მოთხოვნის შესაბამისად გაზრდიან.

“უკრაინაში, კერძოდ, კიევში ოფიციალური წარმომადგენელი მეყოლება და გარდა ადგილზე გაყიდვისა, პოტენციურ მომხმარებელთანაც დამაკავშირებს. გვინდა 2022 წელს ექსპორტის მიმართულება მაქსიმალურად განვავითაროთ, ამიტომ უკვე Wine diamond-ს თავისი ვებგვერდიც აქვს, საიდანაც მომხმარებელი ჩვენი პროდუქციის გაცნობასა და შეძენას შეძლებს”, - ამბობს თამუნა აბულაძე.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტთან დაკავშირებით დამფუძნებელს მოლაპარაკებები აშშ-ს ბაზართანაც აქვს და 2022 წლის გაზაფხულისთვის კომპანიის სამკაულები ამერიკაშიც იქნება წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები