მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული იარლიყით, შესაძლოა, PRADA-ს სამოსიც გაიყიდოს

5c546d61bfd0d
სალომე მეცხვარიშვილი
01.02.19 21:00
2628
MADE IN GEORGIA-ს იარლიყით, შესაძლოა, კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის სამოსი გამოვიდეს. როგორც სახელმწიფო პროექტ “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი აცხადებს, სამკერვალო ფაბრიკა “ელსელემა” მოლაპარაკებას PRADA-სთან აწარმოებს.

“ჩემი ინფორმაციით, კომპანია “ელსელმა”, რომელიც ჩვენ შანხაის იმპორტის გამოფენაზე წავიყვანეთ, აწარმოებს ძალიან მჭიდრო მოლაპარაკებებს, ისეთ ბრენდებთან როგორიც არის PRADA. როგორც ვიცი, უკვე რამდენიმე ნიმუში გადააგზავნა ამ კომპანიამ PRADA-სთან”,- აცხადებს მიხეილ ხიდურელი.
შეგახსენებთ, ევროპაში H&M-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით MADE IN GEORGIA გაიყიდება. ქართულმა კომპანიამ H&M-ის მკაცრი ტექნიკური და სოციალური აუდიტის გავლა შეძლო და დღეიდან ბრენდის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, H&M“-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით MADE IN GEORGIA გაიყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები