მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია GIMPHA-ს ეგიდით ჯანდაცვის მე-10 კონფერენცია გაიმართა

31 მაისს ჩატარდა GIMPHA-ს მე-10 საიუბილეო კონფერენცია თბილისში, შერატონ-მეტეხი-პალასში, რომელშიც 600-მდე ექიმი მონაწილეობდა საქართველოდან და ევროპის ქვეყნებიდან (ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ასევე უცხოელი კოლეგები) რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მნიშვნელობა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა და გავლენიანმა პროფესიულმა პლატფორმამ რეგიონში.

კონფერენცია პროფესიული დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებული ინოვაციური მიდგომების განხილვის სივრცედ იქცა. ჯანდაცვის სტანდარტი, თავისთავად რომ წარმოდგენილი იყო აღნიშნულ კონფერენციაზე, ჩვენ ადგილზე მოვაწყვეთ სპეციალურად ამ დღისთვის გარე სტუდია, რომლის სივრცეშიც ქართველი და უცხოელი ექიმების და პროფესიონალების მოსაზრებები მოვისმინეთ. გადაღებული მასალიდან მოვამზადეთ სიუჟეტი, რომელიც ასახავს თანამედროვე მედიცინის გამოწვევებს, მიღწევებს და კონფერენციის მნიშვნელობას, როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები