Galt&Taggart-ის ანალიტიკოსის დაჩი მუჯირიშვილის განცახდებით, ქართული კაკალი შანდლების ჯიში მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ამიტომ მისი ექპორტზე გატანის პრობლემა არ დგას.
როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში თქვა, ფერმერებს გამოწვევად ის უდგათ, რომ ხარისხის შესანარჩუნებლად უბალოდ სწორი პროცედურები ჩაატარონ.
დაჩი მუჯირიშვილი ასევე განმარტავს, რომ მთლიანობაში კაკლის 4 500 ჰექტარი ბაღია საქართველოში და ეს ახალი ბაღები, ძირითადად, არის კორპორაციულად მოწყობილი, უკეთესი ეფექტურობით.
"სწორედ ამაზე ვამყარებთ სექტორის მომავალ ზრდას. ამ მომენტისთვის წარმოება გვაქვს 3.2 მილიონი კილოგრამი და ველოდებით რომ 5.9 მილიონ კილოგრამამდე გაიზრდება 2023 წლისთვის", - განაცხადა მან.
საქართველოში კაკლის წარმოება 2018 წლიდან მზარდია, რაც უკავშირდება 2014 წელს გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლას. კაკლის მოსავლიანობა ჰექტრაზე 1.96 ტონაა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მსოფლიო საშუალოს.
სახელმწიფო თანადაფინანსებით კაკალი ყველაზე დიდი ფართობით გაშენებულია კახეთში, ხოლო კერძო ინვესტიციებით აჭარაში. კაკლის სწორი მოვლა და პოსტ-ჰარვესტ ზომები მნიშვნელოვანია. ამიტომ, სახელმწიფო დაფინანსებით ხდება ასევე აშშ-დან აგრონომების ჩამოყვანა და ცოდნის გაზიარება. კაკლის ხარისხს აფუჭებს არასწორი შენახვა, რაც საშრობების საჭიროებას განაპირობებს. არსებული საშრობები სრულიად საკმარისია ახლანდელი მოსავლისთვის, მაგრამ მომავალში მეტის საჭიროება იქნება.