ქართული კარტოფილი ფრის მწარმოებელი კომპანია „ფრეკო“ ფრისთან ერთად ჩიფსის წარმოებასაც გეგმავს. მომავალი წლიდან კომპანია გეგმავს საბავშვო ქართული ჩიფსის წარმოებას, რომელიც იქნება ნატურალური, დანამატების გარეშე. შესაბამისად, მინიმალური შენახვის ვადებით. მომხმარებელი კი კომპანია „ფრეკოს“ წარმოებულ კარტოფილ ფრის თებერვლიდან იხილავს.
"ჩვენი პროდუქცია განთავსდება უმეტესად კვების ობიექტებში, სადაც მენიუში კარტოფილი ფრია.შემდეგ კი მოხდება სამომხმარებლო ბაზრის ათვისება“ - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი ქურდაძე.
პროდუქტის ფასი ბაზარზე დაახლოებით 4 ლარი იქნება. როგორც ქურდაძე „ბიზნესკონტრქტთან“ საუბრისას აცხადებს ის ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვან კონკურენტებს ვერ ხედავს.

























