მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანია, რომელიც „ამაზონის“ პარტნიორი გახდა

5f69fec9011e9
BM.GE
23.09.20 09:00
2230
Future needs are digital - სწორედ ასე ხედავენ ბიზნესის მომავალს კომპანია SOLVIT-ში, რომელმაც 2020 წელს განსაკუთრებული ნაბიჯი გადადგა და პირველი ქართული ტექნოლოგიური კომპანია გახდა, რომელმაც Amazon Web Service-ის (AWS) პარტნიორის სტატუსი მოიპოვა.

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, ინოვაციებსა და ეფექტურ გადაწყვეტილებებზე ორიენტირებულმა გუნდმა SOLVIT 2013 წელს დაარსა და მიზნად საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბაზრისთვის განსხვავებული IT სერვისების მიწოდება და ბიზნესის წინაშე არსებული კომპლექსური ტექნოლოგიური პრობლემების მოგვარება დაისახა.

SOLVIT, დღესდღეობით, არაერთ სფეროსთან თანამშრომლობს. კომპანიის გამოცდილი გუნდი მათ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას (IT კონსალტინგს, IT აუთსორსს, მართვად და მომავლის ბიზნესის ციფრულ სერვისებს) და შედეგად სტაბილურ ტექნიკურ გარემოს, ხარჯების ოპტიმიზაციასა და გაზრდილ ეფექტიანობას სთავაზობს.

„ამაზონის“ ქართველი პარტნიორები მუდმივად აკვირდებიან ტექნოლოგიურ სიახლეებსა და ტენდენციებს. სწორედ ამიტომ, SOLVIT-ის გუნდი აქტიურად ავითარებს მომავლის ბიზნესის ციფრულ სერვისებს, როგორიცაა: ქლაუდ ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების დანერგვა და ა.შ. შესაბამისად, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ AWS-თან, წამყვან ქლაუდ პლატფორმასთან, თანამშრომლობა დამატებითი შესაძლებლობების გარანტიაა.

თავის მხრივ, AWS-ის პარტნიორთა გლობალური ქსელი (AWS Partner Network/APN) გულისხმობს მუდმივად განახლებად ტექნიკურ თუ ბიზნეს მხარდაჭერას. ეს ქსელი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივად მოიძიონ სპეციალიზებული AWS პარტნიორები, რომლებიც ფლობენ ქლაუდ სერვისების დანერგვის/ტრანსფორმაციის ცოდნასა და გამოცდილებას, სხვადასხვა ბიზნესის წინაშე არსებული ქლაუდ ტრანსფორმაციის პროცესთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის გზებს და ა.შ.
SOLVIT-მაც, როგორც ამაზონის პარტნიორთა გლობალური ქსელის წევრმა, მსგავსი ციფრული ცოდნის გავრცელების მიზნით, 29 სექტემბერს, 16:00 სთ-დან 19:30 სთ-მდე, მასშტაბური ვირტუალური კონფერენციის მასპინძლობა გადაწყვიტა.

All About AWS - ასე ერქმევა ერთ დღიან უფასო ონლაინ ღონისძიებას, რომლის დროსაც SOLVIT-ისა და AWS-ის წარმომადგენლები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე:

• AWS კონტეინერები;
• ღრუბლოვან მონაცემთა შენახვის სიღრმეების გაცნობა (Cloud Object Storage);
• ქსელური ინფრასტრუქტურა AWS-ში;
• ციფრული ინოვაცია: Artificial intellect - AI/Machine learning - ML;
• ხარჯების ოპტიმიზაცია AWS-ში;
ვებინარზე დასწრება შეეძლება ქლაუდ სერვისებითა და AWS-ით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს: პროგრამული უზრუნველყოფისა და IT ინფრასტრუქტურის არქიტექტორებს, დეველოპერებს, სისტემის ადმინისტრატორებსა და ქსელის ინჟინრებს, Product Owner-ებს, ტექნიკურ მენეჯერებს, IT დირექტორებსა თუ სხვას.

გრანდიოზულ ონლაინ ღონისძიებაზე მოსახვედრად კი მხოლოდ უფასო სარეგისტრაციო ფორმის შევსება და თქვენს კალენდარზე 29 სექტემბრის მონიშვნა იქნება საჭირო.


NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები