ქართული კომპანია Skylawyer საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს,- ამის შესახებ კომპანიის მმართველა პარტნიორმა არჩილ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, გაზაფხულზე უკვე ჩაეშვება ონლან პლატფორმის რუსულენოვანი ვერსია, ხოლო უახლოეს მომავალში ინგლისურენოვანი ვარიანტიც გამოჩნდება.
“ჩვენი მიზანი არ არის, რომ მხოლოდ ქართულ ბაზარზე ხდებოდეს ოპერირება და აქ შევიდეთ კონკურენციაში. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ეს გახდეს გლობალური მოთამაშე და კონკურენციაში შევიდეს საერთაშორისო კომპანიებთან, ამისთვის კონკრეტული ნაბიჯებიც გვაქვს გადადგმული. გაზაფხულზე ჩავუშვებთ ცალკე ახალ პლატფორმას, რომელიც მოემსახურება რუსულენოვან ბაზრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებს. ეს არის ამ წლის გეგმა, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ. ასევე ცალკე ჩაეშვება ინგლისურენოვანი პლატფორმაც”-აცხადებს skylawyer-ის მმართველი პარტნიორი.

























