მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანია Sweeft Digital-ი ესპანურმა საერთაშორისო კომპანია Making Science-მა შეიძინა

614c79e59f67f
BM.GE
23.09.21 16:33
6147
ერთ-ერთი მსხვილი გარიგების შედეგად ქართული საერთაშორისო IT კომპანია Sweeft Digital-ი ესპანურმა საერთაშორისო კომპანიამ, Making Science-მა შეისყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა ვახო თურნავამ დაუდასტურა.

როგორც კომპანია Sweeft Digital-ის დამფუძნებელი ვახო თურნავა ამბობს, Making Science საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიაა, რომელიც Sweeft Digital დადებული გარიგების შედეგად პირველ ეტაპზე 6 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს და 3 წლის განმავლობაში დაასაქმებს 1200-მდე დეველოპერს.

ცნობისთვის, ქართული საერთაშორისო IT კომპანია Sweeft Digital-ი ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდთან და მათ ისეთ სერვისებს სთავაზობს როგორებიცაა აპლიკაციების დამზადება, ვებ-დეველოპმენტი, დიდი კომპანიების ავტომატიზაციის პროგრამებით და საკუთარი პროფესიონალი კადრით (პროგრამისტებით, დიზაინერებით, ანალიტიკოსებით და ა.შ.) უზრუნველყოფა.

ამასთან, კომპანიის განვითარება 2017 წელს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით, ტექნოპარკში დაიწყო, სადაც 4 ჯუნიორ დეველოპერი იყო დასაქმებული. ამ ეტაპზე კომპანია 196 ადამიანს ასაქმებს.

Sweeft Digital-ის დამფუძნებლები ვახო თურნავა და ჰარვარდის MBA-ს კურსდამთავრებული გიორგი მარიამიძე არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები