მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული კომპანიები ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE
01.06.18 16:49
1378
ლონდონის საფონდო ბირჟა მიესალმება საქართველოს ბანკის ჯგუფს და საქართველოს კაპიტალს პრემიუმ ლისტინგში - ლონდონის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე დღეს ასეთი განცხადება დაგხვდებათ.
BGEO ჯგუფის გაყოფა დასრულდა. საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი ორ დამოუკიდებელ კომპანიად - "საქართველოს ბანკად" და "საქართველოს კაპიტალად" გაიყო. ეს კომპანიები საქმიანობას საბანკო და საინვესტიციო ბიზნესის მიმართულებით გააგრძელებენ. ორივე კომპანიის აქციები დამოუკიდებლად ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. აქციონერები, რომლებიც ფლობენ BGEO ჯგუფის აქციებს, თითოეული აქციის ნაცვლად მიიღებენ "საქართველოს ბანკის" ერთ და "საქართველოს კაპიტალის" ერთ აქციას. ამასთან, "საქართველოს კაპიტალი" "საქართველოს ბანკში" საწყის ეტაპზე, დროებით 19.9% -იან წილს შეინარჩუნებს, რომელიც ეტაპობრივად შემცირდება. საქართველოს ბანკის აქციები - BGEO-ს სახელით, ხოლო საქართველოს კაპიტალის აქციები - CGEO-ს სახელით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები