მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანიები მილანში, ტყავის საერთაშორისო გამოფენას დაესწრნენ

6332f12ebd244
BM.GE
27.09.22 21:40
614
სააგენტოს ექსპორტის მიმართულების მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა მილანის საერთაშორისო გამოფენაზე „Micam & Mipel Milano” დასწრება შეძლეს, სადაც ქართულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. ინფორმაციას სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ავრცელებს.

ტყავის და ტყავის შემცვლელი პროდუქციის გამოფენაზე, რომელიც 18-20 სექტემბერს გაიმართა, კომპანიებმა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარეს. პროდუქციით დაინტერესდნენ იტალიიდან, აშშ-დან და ნიგერიიდან. ასევე, მოლაპარაკებები აქვთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა კანადა, სამხრეთ კორეა, თურქეთი, პოლონეთი, კოლუმბია, ბრაზილია, ისრაელი, გერმანია, საბერძნეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ჩინეთი, იაპონია და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ღონისძიება 6 ქართული კომპანია ესწრებოდა - „გეფერინი“, „კოსმო“, „იდეა ფიქსი“, „ჯეონი“, „გროში“ და „ფაცაცია ნინი“.

სექტორის პოტენციალიდან გამომდინარე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ტყავის და ტყავის შემცვლელია პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები საკუთარი პროდუქციით სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე არიან წარმოდგენილნი.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე B2B ტიპის გამოფენების ორგანიზებასა და საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიების თანადაფინანსებას ახორციელებს, ახალ პარტნიორებთან დაკავშირების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები