მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანიები მსხვილ პროექტებში ისევ ვერ მონაწილეობენ;

ქართული კომპანიები მსხვილი საერთაშორისო პროექტების კონტრაქტორები კვლავ ვერ ხდებიან. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივ კომპანიებს ქვეკონტრაქტორის სტატუსი აქვთ. როგორც კერძო სექტორში აღნიშნავენ, არსებობს პრაქტიკები, როდესაც ქართული კომპანიები ქვეკონტრაქტორის სტატუსსაც ვერ იღებენ. მათი თქმით, სახელმწიფო უწყებებმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მაქსიმალურად უნდა იმუშაონ, რათა მათ მიერ დაფინანსებული მსხვილი პროექტების ტენდერებში ქართულმა კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა. რატომ ვერ ხდებიან ქართული კომპანიები მსხვილი პროექტების კონტრაქტორები? რა გამოწვევები აქვთ ინფრასტრუქტურულ კომპანიებს და რა მოლაპარაკებები აქვს მთავრობას დონორებთან?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები