Galt&Taggart ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასს აქვეყნებს, რომელიც გასულ კვირაში დაფიქსირდა:
BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 36.32 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.11% წინა კვირასთან შედარებით და +9.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 194 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 34.72 – 36.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან მოიმატა 0.84%-ით ხოლო წინა თვესთან მოიმატა 5.18%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.49% შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 16.74 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-4.34% წინა კვირასთან შედარებით და +0.72% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასს გადააჭარბა, GBP 16.20 – 17.66 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 13 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.58 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+0.85% წინა კვირასთან შედარებით და +2.03% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 39 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.45 – 3.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 10 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.03% შეადგინა.

























