საინვესტიო კომპანია გალტ&თაგარტის ინფორმაციით, ქართული კომპანიების აქციების ფასი გასულ კვირას დაეცა. წინა თვესთან შედარებით ყველაზე მეტად ლონდონის ბირჟაზე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციები გაიაფდა. კომპანიის აქციების ფასი დაეცა წინა კვირასთან შედარებითაც, თუმცა, თიბისი ბანკის აქციები წინა კვირასთან მიმართებით არ შეცვლილა. რაც შეეხება BGEO ჯგუფის აქციების ფასს, წინა კვირასთან შედარებით მოიმატა, თუმცა, გასულ თვესთან შედარებით აქაც შემცირება ფიქსირდება.
უფრო დეტალურად:
BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 34.43 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში +1.50% წინა კვირასთან შედარებით და -1.99% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 403 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 31.93 – 35.79 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან მოიმატა 0.45%-ით ხოლო წინა თვესთან მოიმატა 0.10%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 1.03% შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 15.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -4.88% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 103 ათასს გადააჭარბა, GBP 15.47 – 16.66 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 28 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.42 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-1.01% წინა კვირასთან შედარებით და -5.14% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 11 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.30 – 3.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 15 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.01% შეადგინა.

























