მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

5b163d6da7304
BM.GE
05.06.18 11:35
901
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 19.72 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.36% წინა კვირასთან შედარებით და -15.36% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 698 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 18.17 – 23.49 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 80 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან დაიკლო 0.57%-ით, ხოლო წინა თვესთან მოიმატა 3.15%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 1.77% შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP). ვაჭრობის მოცულობამ 2,924 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.23 – 11.9 დიაპაზონში.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 16.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+0.84% წინა კვირასთან შედარებით და -5.62% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 100 ათასს გადააჭარბა, GBP 15.76 – 17.24 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 34 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.84 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-5.97% წინა კვირასთან შედარებით და +2.35% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 192 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.70 – 3.02 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 44 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.15% შეადგინა.

წყარო: Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები