მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

5b963b8bb5e55
BM.GE
10.09.18 13:37
1630
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 17.03 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.01% წინა კვირასთან შედარებით და -5.40% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 200 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 16.72 – 17.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 52 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.28 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.12% წინა კვირასთან შედარებით და +2.70% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 231 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.10 – 10.51 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 67 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 15.84 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-1.00% წინა კვირასთან შედარებით და -7.91% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 119 ათასს გადააჭარბა, GBP 15.72 – 16.44 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 23 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.31 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+0.43% წინა კვირასთან შედარებით და -13.48% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 100 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.14 – 2.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 36 ათასი აქცია შეადგინა.

G&T

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები