საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 17.11 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -8.91% წინა კვირასთან შედარებით და +0.18% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 365 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 16.71 – 19.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 58 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.16 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.60% წინა კვირასთან შედარებით და +9.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 491 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.86 – 11.27 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 16.84 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+2.56% წინა კვირასთან შედარებით და +3.95% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 122 ათასს გადააჭარბა, GBP 15.82 – 17.04 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 20 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+2.33% წინა კვირასთან შედარებით და -10.93% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 45 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.11 – 2.29 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 29 ათასი აქცია შეადგინა.
G&T