მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანიების აქციების ფასი LSE-ზე

5bcdd133a6640
BM.GE
22.10.18 17:31
698
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 16.08 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.20% წინა კვირასთან შედარებით და -12.38% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 280 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 15.31 – 17.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 60 ათასი აქცია შეადგინა. Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.46 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.02% წინა კვირასთან შედარებით და +10.62% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 424 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.35 – 11.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 15.18 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-8.33% წინა კვირასთან შედარებით და -7.66% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 149 ათასს გადააჭარბა, GBP 15.02 – 16.58 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 24 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+0.92% წინა კვირასთან შედარებით და - 1.12% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 157 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.14 – 2.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 25 ათასი აქცია შეადგინა.

წყარო: G&T

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები