მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანიების აქციების ფასი LSE-ზე

5bd6d92409b07
BM.GE
29.10.18 13:55
739
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 14.87 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.56% წინა კვირასთან შედარებით და -14.07% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 235 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 14.47 – 16.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.35% წინა კვირასთან შედარებით და +5.0% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 335 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.39 – 11.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 15.74 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+3.69% წინა კვირასთან შედარებით და -3.55% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 98 ათასს გადააჭარბა, GBP 14.72 – 15.94 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 23 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+9.09% წინა კვირასთან შედარებით და +7.38% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 68 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.21 – 2.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 25 ათასი აქცია შეადგინა.

G&T

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები