საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 16.43 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +10.51% წინა კვირასთან შედარებით და -4.03% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 435 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 15.05 – 16.67 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 66 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 12.08 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.06% წინა კვირასთან შედარებით და +5.67% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 131 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.49 – 12.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+8.64% წინა კვირასთან შედარებით და -0.70% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 222 ათასს გადააჭარბა, GBP 15.52 – 17.34 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 31 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-4.17% წინა კვირასთან შედარებით და +3.84% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 72 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.30 – 2.49 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 23 ათასი აქცია შეადგინა.
G&T