მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანიების აქციების ფასი LSE-ზე

5be94d46885aa
BM.GE
12.11.18 14:20
756
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 16.76 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.02% წინა კვირასთან შედარებით და -1.17% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 242 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 16.12 – 17.33 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 60 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.33% წინა კვირასთან შედარებით და +2.61% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 186 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.65 – 12.75 დიაპაზონში.

ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 60 ათასი აქცია შეადგინა. თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 16.46 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-3.74% წინა კვირასთან შედარებით და -1.91% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასს გადააჭარბა, GBP 16.00 – 17.00 დიაპაზონში.

ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 26 ათასი აქცია შეადგინა. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+2.17% წინა კვირასთან შედარებით და +9.81% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 21 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.35 – 2.44 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 21 ათასი აქცია შეადგინა.

G&T

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები