მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა

5af1423927279
BM.GE
08.05.18 10:22
956
ლონდონის საფონდო ბირჟაზე BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 33.16 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.77% წინა კვირასთან შედარებით და -6.38% გასულ თვესთან შედარებით. G&T-ის ინფორმაციით, ვაჭრობის მოცულობამ 308 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 33.14 – 35.12 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან მოიმატა 0.74%-ით ხოლო წინა თვესთან მოიმატა 6.01%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.78% შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.46 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-3.85% წინა კვირასთან შედარებით და -3.00% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 83 ათასს გადააჭარბა, GBP 17.06 – 18.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 27 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.79 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-0.36% წინა კვირასთან შედარებით და -8.52% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 31 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.77 – 2.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 11 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.02% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები