მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანიების აქციების ფასი

5b4372d046067
BM.GE
09.07.18 18:35
746
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 17.99 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.56% წინა კვირასთან შედარებით და -12.86% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 323 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 17.87 – 19.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 107 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.44% წინა კვირასთან შედარებით და -7.71% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 261 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.15 – 11.51 დიაპაზონში.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.32 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-0.8% წინა კვირასთან შედარებით და +0.81% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 97 ათასს გადააჭარბა, GBP 17.08 – 17.68 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.73 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+8.55% წინა კვირასთან შედარებით და +1.87% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 83 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.51 – 2.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 23 ათასი აქცია შეადგინა.

წყარო: G&T

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები