საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 17.73 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.48% წინა კვირასთან შედარებით და -7.09% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 414 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 17.23 – 19.57 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 79 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.76 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.39% წინა კვირასთან შედარებით და -13.55% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 103 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.80 – 10.49 დიაპაზონში.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.24 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-0.35% წინა კვირასთან შედარებით და +2.25% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 109 ათასს გადააჭარბა, GBP 16.88 – 17.52 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 25 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.6 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-0.76% წინა კვირასთან შედარებით და -1.70% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 25 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.60 – 2.66 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 17 ათასი აქცია შეადგინა.
G&T

























