მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის ბირჟაზე გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟა

გასული კვირა უმსხვილესი ქართული კომპანიებისთვის განსაკუთრებით პოზიტიური აღმოჩნდა და ზრდის მკვეთრი დინამიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული სამივე კომპანიის მიმართ დაფიქსირდა:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 10.09%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 50.20 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.46 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 53%-ია.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 3.6%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 31.65 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.74 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში "თიბისის" აქციების ფასი 29%-ითაა გაზრდილი.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 0.49%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 12.42 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 579 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 34%-ითაა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები