საქართველოს ბანკის ჯგუფის ევროობლიგაცია (BGEOLN) დაიხურა 5.8%-იანი შემოსავლიანობით, ფასით - 100.7 (-0.1% წინა კვირასთან შედარებით). საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ევროობლიგაცია GEBGG 06/20-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 100.5 (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით), 10.7%-იანი შემოსავლიანობით.
საქართველოს კაპიტალის ევროობლიგაციები GEOCAP 03/24-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 94.9 (-0.4% წინა კვირასთან შედარებით), 7.2%-იანი შემოსავლიანობით.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციები GEOROG 04/21-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 101.6 (-0.8% წინა კვირასთან შედარებით), 6.1%-იანი შემოსავლიანობით. საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 106.0 ფასად (-0.3% წინა კვირასთან შედარებით), 6.1%-იანი შემოსავლიანობით.
საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით - 106.3 (-0.3% წინა კვირასთან შედარებით), 4.5%-იანი შემოსავლიანობით.
წყარო: G&T

























