კორპორატიული ევროობლიგაციები: საქართველოს ბანკის ჯგუფის ევროობლიგაცია (BGEOLN) დაიხურა 6.0%-იანი შემოსავლიანობით, ფასით - 100.0 (+0.1% წინა კვირასთან შედარებით). საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ევროობლიგაცია GEBGG 06/20-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 100.5 (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით), 10.7%-იანი შემოსავლიანობით. საქართველოს კაპიტალის ევროობლიგაციები GEOCAP 03/24-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 94.8 (+0.1% წინა კვირასთან შედარებით), 7.3%-იანი შემოსავლიანობით.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციები GEOROG 04/21-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 101.2 (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით), 6.3%-იანი შემოსავლიანობით. საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 105.2 ფასად (+0.6% წინა კვირასთან შედარებით), 6.3%-იანი შემოსავლიანობით.
საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით - 106.6 (+0.2% წინა კვირასთან შედარებით), 4.4%-იანი შემოსავლიანობით.
წყარო: G&T