ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირას "საქართველოს ბანკის" 300 000-ზე მეტი აქცია გასხვისდა 5 მილიონ ფუნტად, Georgia Capital-ის ფასიან ქაღალდებზე დადებული გარიგების ღირებულება 910 000 ფუნტ-სტერლინგი იყო, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის 15,403 აქცია გასხვისდა, თიბისი ბანკს რაც შეეხება, მისი 75 770 ფასიანი ქაღალდი გაიყიდა 1 მილიონ 217 ათას ფუნტად.
წინა კვირის შემდეგ როგორც ჩანს, მცირე კორექტირება მოხდა ბირჟაზე, ამიტომ საქართველოს ბანკის 1 აქციის ღირებულება თითქმის 4%-ით შემცირდა და ის 16.5 ფუნტს შეადგენს, ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 809 მილიონი ფუნტია, გასულ კვირას მისი ღირებულება 815 მილიონი იყო, Georgia Capital 401 მილიონი ფუნტი ღირს, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი 260 მილიონი, თიბისი ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 34 მილიონით შემცირდა და 856 მილიონი ფუნტია.

























