მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანიების წარმატება საერთაშორისო უძრავი ქონების დაჯილდოებაზე

5c054b6a670aa
ანნა ლაპიაშვილი
03.12.18 19:26
640
EE Real Estate Project Awards 2018 - ის კიევში გამართული დაჯილდოებიდან შვიდი ქართული კომპანია სამშობლოში ჯილდოთი დაბრუნდა.

URE club-ისა და EuropaProperty.com-ის მიერ ორგანიზებულ დაჯილდოვებაზე საერთაშორისო ჟიურიმ წლის საუკეთესო პროექტები და კომპანიები სულ 34 ნომინაციაში დაასახელა.

ფორუმი, რომელიც უკვე მეოთხე წელია იმართება, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ბელორუსიის, მოლდოვისა და უკრაინის საუკეთესო სამშენებლო-დეველოპერებს, ინვესტორებს, ბანკირებს და არქიტექტორებს აერთიანებს.

წლევანდელ ღონისძიებაზე სულ 200-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი და მათგან საუკეთესოები სხვადასხვა ქვეყნის ჟიურიმ შეარჩია, რომელთა შორის ქართველებიც იყვნენ.
საქართველოდან ჟიურიში ლიკა ქარდავა Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი და ირაკლი კილაურიძე, Colliers International Georgia-ს ხელმძღვანელი იყვნენ წარმოდგენილები.

Property Georgia მეორე წელია აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების დაჯილდოვების პარტნიორია საქართველოდან.

რაც შეეხება ქართული კომპანიების ჯილდოებს, Alliance Group-მა გამარჯვება ერთდროულად ორ ნომინაციაში მიიღო: წლის მრავალფუნქციური პროექტისათვის (Alliance Palace/Courtyard by Marriott hotel) და სპეციალური ჯილდო დახვეწილი არქიტექტურისთვის (Alliance Privilege/Marriott hotel );

სხვა ნომინაციებში ჯილდო შემდეგმა კომპანიებმა მიიღეს:

წლის საბროკერო კომპანიის ნომინაციაში საუკეთესოდ Colliers International Georgia დასახელდა;
წლის ინოვაციური მწვანე შენობა - LISI Green Town;
წლის უნიკალური კონცეფციია - Schuchmann Group;
წლის საცხოვრებელი კომპლექსი - SEU Development;
წლის არქიტექტურის ნომინაცია - Terrassa Group;
წლის საუკეთესო სასტუმროს პროექტის ნომინაციაში გამარჯვებული კი, Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები